სვანეთი ჩვენი ჯგუფის პრეზენტაცია

Thursday, November 11, 2010

ადიშის წმ.გიორგის სახელობის ეკლესია

ადიში - სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარე ენგურის შენაკადის, ადიშისჭალის მარჯვენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 2040 მ, მესტიიდან 27 კმ. სადაც მდებარეობს ადიშის წმ. გიორგის სახელობის  ეკლესია.

                                        ადიშის წმ.გიორგის სახელობის ეკლესია

        ადიშის მიდამოებში შუა საუკუნეების მრავალი ძეგლია შემორჩენილი. მათ შორისაა მაცხოვრის ეკლესია. X-XI საუკენეები.
         მოხატულობა ასახავს წმინდა გიორგის ცხოვრების ეპიზოდებს, მთავარანგელოზის ეკლესიის მხატვრობა საყურადღებოა ნახატის გამომსახველობით.
         დასავლეთით დგას წმინდა გიორგის მცირე ზომის დარბაზული ეკლესია, რომელი მიწისძვრისგანაა დაზიანებული. მოხატულობა ამკობს ეკლესიის შიდა კედლებს და გარედან ჩრდილო ფასატს. ადიშის ეკლესიების კედლის მახატვრობასჰი ჩანს შუა საუკუნეების ქართული მონუმენტური . სვანური სკოლის სპეციფიკური ნიშნები. იგი XI_XII საუკუნის მხატვრობის წმინდა გიორგის სცენებისა და მისი გამოსახვის ერთერთი ყველაზე ადრინდელი ეკონოგრაფიული ნიმუშია, რომელიც საერთოდ შემორჩა შუა საუკუნეების ხელოვნებიდან

Wednesday, November 10, 2010

კულტურა და ტრადიცია

სვანეთში, ადგილობრივი კულტურა უწყვეტ ჯაჭვს ქმნის ადრებრინჯაოს ხანიდან დღემდე. ეს კუთხე მდიდარია ეკლესიებით, უნიკალური ფრესკული მხატვრობითა და ხატწერის ნიმუშებით. ადრე საუკუნეებში სვანეთი კოლხეთის სამეფოს შემადგენელი ნაწილი იყო, შემდეგ კი - ეგრისის სამეფოსი. ძვ.წ. IIIს-ის პირველ ნახევარში, მეფე ფარნავაზის მეფობისას, სვანეთი ქართლის სამეფოს საერითავო იყო. IV საუკუნეში სვანეთი ლაზეთის სამეფოს მოკავშირე გახდა და ხშირად მონაწილეობდა სამეფოს საზღვრების დასაცავად წარმოებულ ლაშქრობებში. სვანეთი პერიოდულად დამოუკიდებელი იყო, ჰყავდა საკუთარი მთავარი და სატომო საბჭოები. ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს სვანეთი ქართლის შემადგენლობაში აღმოჩნდა, მაგრამ VI საუკუნის დასაწყისში ისევ დამოუკიდებელი გახდა. ქრისტიანობა სვანეთში, სავარაუდოდ, ლაზიკას სამეფოს მსგავსად, 523 - 530 წლებში გავრცელდა. ისტორიული წყაროები სვანებს, როგორც ოქროს მომპოვებლებს, ძლიერმეომრებსა და უძველეს მიწათმოქმედ ხალხს მოიხსენიებს. ბერძენი ისტორიკოსი დაგეოგრაფი სტრაბონი სვანების შესახებ შემდეგ ცნობას გვაწვდის: “საუკეთესონი არიან სიმამაცისა და ძალის მხრივ, ფლობენ ისინი ირგვლივ ყოველივეს და უპყრიათ კავკასიონის მწვერვალები, რომლებიც დიოსკურიის ზემოთ არის”. სვანეთს მტრისაგან განადგურება არ განუცდია, აქ ცხოვრება არ შეწყვეტილა და ამიტომაც ძირძველი ქართული მოსახლეობა უცვლელი დარჩა. დასახლებები ვითარდებოდა საოჯახო მეურნეობის პირობებში. დიდი ოჯახის დაშლის შედეგად იქმნებოდა საძმოები (სვ. “ლამხუბ”, “სამხუბ”), რომელთა გაერთიანება ხევის შიგნით ქმნიდა ტერიტორიულ თემს. სვანებმა ჯერ კიდევ უძველეს დროში განავითარეს მესაქონლეობა და მემინდვრეობა, რელიგიური რწმენა-წარმოდგენებიც მეურნეობის ამ დარგებთანაა დაკავშირებული. სვანები აგებდნენ კოშკურ დასახლებებს, ეკლესიებსა და ხიდებს, გაჰყავდათ გზები, აკეთებდნენ სამეურნეო და საომარ იარაღს, გამოჰყავდათ ხორბლის უნიკალური ჯიშები. სვანეთი განთქმულია ხალხური ხელოვნების შესანიშნავი ნიმუშებით, ხეზე კვეთის ხელოვნებით. სვანეთი ცნობილია დახვეწილი ფრესკული მხატვრობითა და ფრესკული მხატვრობის შესანიშნავი სკოლით. სვანეთის ერთ-ერთი სიმდიდრე და საგანძური ადგილობრივი ენაა. სვანური წარმოადგენს იბერიულ-კავკასიური ოჯახის ქართველურ ენათა ერთ-ერთ განშტოებას. სვანური უმწერლობო ენაა. სვანებისათვის სალიტერატურო და ეროვნული ენა ოდითგანვე ქართული იყო. მითი არგონავტების შესახებ სვანეთში მოპოვებულ ოქროს უკავშირდება. ხალხმა გამოცდილებით იცოდა, რომ სვანეთის მდინარეებს ოქრონარევი ქვიშა მოჰქონდა. მდინარეთა ჭალებში სვანები ზოგჯერ ოქროს დიდ ნატეხებსაც პოულობდნენ. ისინი ოქროს მოპოვებას ცხვრის ტყავის დახმარებით ახერხებდნენ. ფიცარზე გაჭიმულ ცხვრის ტყავს წყალში აფენდნენ და ამაგრებდნენ, რომ წყალს არ წაეღო. ამ დროს ტყავის ბეწვიანი მხარე ზემოთ იყო მოქცეული. გარკვული დროის შემდეგ ტყავს ამოიღებდნენ და გასაშრობად გაფენდნენ. გამშრალ ტყავს დაფერთხავდნენ და ოქროს “კენჭებს” გადმოყრიდნენ. ოქროს მოპოვების ეს წესი და საქართველოს მდინარეებში ოქრონარევი ქვიშის არსებობა ცნობილი იყო ბერძენი და რომაელი მწერლებისთვის. არგონავტებიც ოქროს საწმისის - ვერძის ოქროს მატყლიანი ტყავის მოპოვების სურვილმა მოიყვანა კოლხეთის სამეფომდე. სვანეთი მაშინ კოლხეთის სამეფოს შემადგენელი ნაწილი იყო. ეს ერთადერთი კუთხე იყო, საიდანაც კოლხეთის სამეფოს და მის მრისხანე მეფე აიეტს ოქრო მიეწოდებოდა. სვანეთში დღესაც დასტურდებაა ოქროს მოპოვების ხალხური წესები. სვანეთში ტრადიციები და წეს-ჩვეულებები ისეთივე მკაცრია, როგორიც თავად ბუნება და ცხოვრების სტილი. სარწმუნოებრივ წეს-ჩვეულებებს დიდი ადგილი ეკავა სვანთა ცხოვრებაში. სვანები მღერიან მრავალხმიან სიმღერებს, რომელთა უძველესი ტექსტები მათ შორეულ წინაპრებზე, მონადირეებზე, ოქროს მწარმოებელ, მესაქონლე და მიწათმოქმედ ხალხზე მოგვითხრობენ. სვანები ასრულებენ ცეკვებს, რომლებიც მხოლოდ ამ კუთხისათვის არის დამახასიათებელი და თაობიდან თაობას გადასცემენ მისტიკურ ლეგენდებსა და ზღაპრებს. სვანური ჩაცმულობის განუყოფელი აქსესუარია სვანური ქუდი, რომელიც თექისგან მზადდება. მასზე გრეხილი ძაფი ისეა გადაჭიმული, რომ ზედა ნაწილზე ჯვრის გამოსახულებას ქმნის.

სვანური სამზარეულო


ქართული სამზარეულო საყოველთაოდაა აღიარებული და დიდი ხანია გაცდა ნაციონალურ ჩარჩოებს. ფართოდაა გავრცელებული ჩახოხბილი, ტაბაკა, ხარჩო, ხაჭაპური, ხინკალი და სხვა.

ქართული სამზარეულო მნიშვნელოვნადაა გამდიდრებული სვანური კერძებით. მათ შორის აღსანიშნავია: სულგუნი (ძროხის ყველი), კაარზ - გადაზელილი (რძეში მოხარშული) ყველი პიტნით, ხაჭაპური - პურის ცომში გამომცხვარი ყველი, მჭადის ფქვილში (ჭიშდვარი) ან ფეტვის ფქვილში (ჭკუტ) შეზელილი ყველის კვერი, კუბდარი - პურის ცომში ჩაშუშული წვრილად დაკეპილი ხორცი, შამ - სიმინდის ბურღულის ფაფა შიგ ჩალაგებული სულგუნის ნაჭრებით, თაშმიჯაბ - ყველის და კარტოფილის შეზელილი პიურე, ჭადი - სიმინდის კვერი და სხვა. მეტად გავრცელებული ფხალეულის (მინდვრის ფხალი, ჭინჭარი, ნაცარქათამა და სხვა) ღვეზელები, რომელიც ხაჭაპურის მსგავსად პურის ცომში ცხვება. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ სვანები ნივრითა და წიწაკით შეკმაზულ ქერის ნახარშს (ლუცფექ) და ქერის ფქვილით შეზავებულ ჭინჭრის წვნიანს (ხარშილ). ამ კერძებს სამკურნალოდაც იყენებენ. გადმოცემის თანახმად, ვინც ამ ნახარშს ათჯერ შეჭამს, იმ წელიწადს ავად არ გახდება.

თითქმის ყველა კერძი შეზავებულია სვანური მარილით, რომელიც წარმოადგენს სუფრის მარილის, წიწაკისა და მრავალრიცხოვანი სურნელოვანი მცენარეების დანაყილ ნარევს. სვანური მარილით დამზადებული კერძები გამოირჩევიან ზომიერი სიცხარითა და განსაკუთრებული სურნელებით. სვანურ მარილს ცალკეც მიირთმევენ.

სვანეთში კერძებს ადგილობრივი ნატურალური პროდუქტებისაგან ამზადებენ, რის გამოც ისინი არომატულობითა და უმაღლესი ეკოლოგიურობით გამოირჩევიან

სვანეთში ვაზი არ ხარობს, ამიტომ ღვინოს ბარიდან ეზიდებიან. სასმელად უმეტესად იყენებენ ადგილობრივი ხილისაგან გამოხდილ არაყს. პოპულარულია თაფლისა და ანწლის არაყიც. სვანური სუფრის აუცილებელი ატრიბუტია მინერალური წყალი, რომლის წყაროები სვანეთში მრავლად მოიპოვება.

სვანეთი

                                                               სვანეთი

სვანეთი ულამაზი მხარეა არამარტო საქართველოში, არამედ მთელს კავკასიაში. საოცარია აქაური სოფლები, მუდმივად თოვლიანი მთის თვალუწვდენელი მწვერვალები, აზალის საძოვრები, საიდანაც შუასაუკუნეების კოშკები ულამაზეს ხეობებს ამაყად გადაჰყურებებენ, ხოლო ფრიალო კლდეებში ღრუბლები გაწოლილან. სვანეთი საჩუქარია არა მხოლოდ ლაშქრობის მოყვარულთათვის, იგი კულტურის უძველესი კერაცაა. აქ მრავლად შეხვდებით შუა ფეოდალური ხანის ხუროთმოძღვრულ ძეგლებს, სალოცავებსა და ეკლესიებს, შუასაუკუნეების უნიკალურ ფრესკებსა და მონეტებს, რომლებიც ახლაც ინახება რამოდენიმე მუზეუმში.

სვანეთი მდებარეობს ენგურისა და ცხენისწყლის ხეობებში. ადრეულ საუკუნეებში იგი კოლხეთის სამეფოს შემადგენელი ნაწილი იყო. სვანეთის ქედი სვანეთს ორ ნაწილად - ზემო და ქვემო სვანეთად ჰყოფს. ზემო სვანეთი მდებარეობს ენგურის ხეობაში. მისი სოფლები იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის მფარველობაშია. ხოლო ქვემო სვანეთი მდ. ცხენისწყლის ხეობაშია. სვანეთის მოსახლეობა ქართველია და შეადგენს 2500-ს.

სვანეთში თავმოყრილია კავკასიონის უმთავრესი მწვერვალები: შხარა (5068 მ), ჯანღა (5060 მ), გესტოლა (4860 მ), თეთნულდი (4860 მ), წურუნგალა (4220 მ), აილამა (4550 მ), მაზერი (4010 მ), ჩათინი (4370 მ) და ორთავა უშბას კლდოვანი მასივი (4700 მ).

მეტად მრავალფეროვანია სვანეთის მცენარეული საფარი. წიწვოვანი ტყეები 800-900 მეტრიდან გვხვდება, ხოლო ალპური სარტყელი 2450-2500-დან 3100-3200 მეტრამდე ვრცელდება. აქ გვხვდება ფართოფოთლოვანი ტყეები, რომელთა შემადგენლობაშია ქართული მუხა, კავკასიური რცხილა, ცაცხვი, მთის ნეკერჩხალი და სხვა.

სვანეთის მკვიდრი მოსახლეობა ძირითადად სვანურ ენაზე საუბრობს. ისინი განთქმული არიან თავიანთი სტუმართმოყვარეობითა და შრომისმოყვარეობით. სვანები თავისებური და ამაყი ხალხია. სვანეთის ისტორიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია მუსიკალური ფოლკლორი. სვანური სიმღერები ძირითადად ომებს, ომის გმირებს, სახელოვან მეფეებს ეძღვნება, ბევრი სიმღერა კი წარმართულ ელემენტებსაც შეიცავს