ადიში - სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარე ენგურის შენაკადის, ადიშისჭალის მარჯვენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 2040 მ, მესტიიდან 27 კმ. სადაც მდებარეობს ადიშის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია.
ადიშის წმ.გიორგის სახელობის ეკლესია
ადიშის მიდამოებში შუა საუკუნეების მრავალი ძეგლია შემორჩენილი. მათ შორისაა მაცხოვრის ეკლესია. X-XI საუკენეები.
მოხატულობა ასახავს წმინდა გიორგის ცხოვრების ეპიზოდებს, მთავარანგელოზის ეკლესიის მხატვრობა საყურადღებოა ნახატის გამომსახველობით.
დასავლეთით დგას წმინდა გიორგის მცირე ზომის დარბაზული ეკლესია, რომელი მიწისძვრისგანაა დაზიანებული. მოხატულობა ამკობს ეკლესიის შიდა კედლებს და გარედან ჩრდილო ფასატს. ადიშის ეკლესიების კედლის მახატვრობასჰი ჩანს შუა საუკუნეების ქართული მონუმენტური ე.წ სვანური სკოლის სპეციფიკური ნიშნები. იგი XI_XII საუკუნის მხატვრობის წმინდა გიორგის სცენებისა და მისი გამოსახვის ერთ–ერთი ყველაზე ადრინდელი ეკონოგრაფიული ნიმუშია, რომელიც საერთოდ შემორჩა შუა საუკუნეების ხელოვნებიდან
No comments:
Post a Comment